00:12 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 21:27:32, 671 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - ივანიშვილისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივაცია ფულია

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მთავარი მოტივაცია ფულია, ხოლო მისი პოლიტიკური მოქმედებები ქვეყნის ინტერესების ნაცვლად, პირად სარგებელზეა ორიენტირებული.

როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, ივანიშვილი არა მხოლოდ ფინანსური მოტივაციით მოქმედებს, არამედ ასრულებს რუსულ დავალებებს და ანგრევს საქართველოს ურთიერთობებს პარტნიორებთან.

„ივანიშვილისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივაცია ფულია. ის სახელმწიფო ინტერესებს და ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს ცვლის პირად ინტერესებში.

„თუ ფულს დამიბრუნებთ, თქვენი კარნახით ნებისმიერი დანიშნულებით დავხარჯავ, ანუ ყველა დავალებას შეგისრულებთ", - ეს არის სახელმწიფო აზროვნება? - ეს არის ვაჭრობა ქვეყნის საზიანოდ!

„ფულთან" ერთად ივანიშვილი ასრულებს რუსულ დავალებას და ყველა შესაძლო საშუალებით ანგრევს ურთიერთობებს ჩვენს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან.

თავის მხრივ, აშშ-ის საელჩოს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ხელისუფლებას და მის ე.წ პრემიერ-მინისტრს არავინ აღიარებს და ცდილობენ ელაპარაკონ მხოლოდ ივანიშვილს, როგორც მმართველ ოლიგარქს, რომელმაც მოიპარა ძალაუფლება.

ეს ოლიგარქიული მმართველობა საქართველოში დასრულდება ძალიან მალე, ამის ყველა ნიშანი სახეზეა!

კრიზისი, რომელშიც შესულია "ოცნება”, დასრულდება და აუცილებლად ჩაიყოლებს ოლიგარქს და მის პოლიტიკოს მონებს!“ - წერს ხაზარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics