|
2025-05-28 18:10:01, 825 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - უკრაინასთან მოლაპარაკებებზე საქართველოს როგორ განვიხილავთ?
კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა Reuters-ის გავრცელებულ ცნობას, რომლის მიხედვითაც ვლადიმირ პუტინი თანახმაა ომის დასრულებისთვის, თუ მიიღებს წერილობით გარანტიას, რომ უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები NATO-ში არ გაწევრიანდებიან. პესკოვი ცნობას უარყოფს და ირწმუნება, რომ საქართველოს საკითხს უკრაინასთან მოლაპარაკებების დროს ვერ განიხილავენ. "ახლა ბევრ რაღაცას ფიქრობენ. ხშირად ამის დიდი ნაწილი აბსოლუტურად მცდარი, ან ფეიკი, ან ცხადი ტყუილია. ამ ყველაფერთან ძალიან ფრთხილი მიდგომაა საჭირო, იმ გაგებით, რომ მიმდინარეობს პოზიციების, მიდგომების გაცვლა." - თქვა პესკოვმა. "როგორ შევძლებთ საქართველოს განხილვას უკრაინასთან მოლაპარაკებებზე? ეს ორმხრივი, პირდაპირი მოლაპარაკებებია." - დაამატა კრემლის სპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ შესათანხმებელი დოკუმენტების საჯაროდ განხილვას არ აპირებენ. "ჩვენ [საჯაროდ] არ განვიხილავთ შესათანხმებელი დოკუმენტების შინაარსს. ვთვლით, რომ ეს დისკრეტულ რეჟიმში, არასაჯაროდ უნდა ხდებოდეს. პრესის მეშვეობით გარკვეული პოზიციების გაცვლა ძალიან არასწორი იქნებოდა." - თქვა კრემლის სპიკერმა.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)