06:44 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 12:18:56, 878 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ვახტანგიშვილმა Spotlight Tech-ზე მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის შესახებ გამოცდილება გააზიარა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 25 მაისს, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში ტექნოლოგიური ღონისძიება Spotlight Tech გაიმართა. მისი მთავარი თემა — Backstage — დამსწრე საზოგადოებას საშუალებას აძლევდა, ინოვაციური პროდუქტების, სტარტაპების და ტექნოლოგიურ იდეებზე მუშაობის პროცესებზე მეტი ინფორმაცია მიეღო.

ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი ვახტანგიშვილის გამოსვლა იყო. პანელური დისკუსიის ფორმატში გიორგიმ ისაუბრა ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციებზე ფინტექ სივრცეში, კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობაზე და იმ გამოცდილებაზე, რომლითაც საქართველოს ბანკი Global Finance-მა მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა.

„იყო მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი ჩვენი გუნდის ყოველდღიური ძალისხმევის შედეგია. ეს გრძელი გზა იყო,“ — აღნიშნა გიორგი ვახტანგიშვილმა.
„რა არის ჩვენთვის მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი? ეს არის ჩვენი მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნის ყოველდღიური მიზანი.“

გიორგიმ ასევე ყურადღება გაამახვილა მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის მნიშვნელობაზე და იმ პროდუქტებზე, რომლებიც სრულფასოვან ციფრულ საბანკო გამოცდილებას ქმნიან — მათ შორისაა Ads მენეჯერის პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს სარეკლამო კამპანიების დაგეგმვის შესაძლებლობას აძლევს.

„მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელება ჩვენთვის მოტივაციაა, გავაგრძელოთ ინოვაციებზე მუშაობა და შევქმნათ უკეთესი ციფრული სერვისები ჩვენი მომხმარებლებისთვის,“ — განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა.

Spotlight Tech 2025 მოიცავდა ინსპირაციულ გამოსვლებს, ინტერაქციულ დისკუსიებს, მასტერკლასებსა და ნეთვორქინგის შესაძლებლობებს. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ტექნოლოგიური, ბიზნესისა და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის, 500 Global in Eurasia-ს მონაწილე — Quissly.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics