01:56 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-27 15:03:36, 739 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად, დაზვერვის სამსახური სუს-ის მმართველობის სფეროში გადავა

პარლამენტმა, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად ამჟამად პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადავა.

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით, დაზვერვის სამსახური სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად - ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ყალიბდება.

ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს უფროსსა და მის მოადგილეს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

ეროვნული სადაზვერვო სააგენტო ანგარიშვალდებული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე იქნება და მის ზედამხედველობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი განახორციელებს.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პირველი მოსმენით, 87 ხმით - ერთხმად დაუჭირეს მხარი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics