07:41 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-27 12:23:03, 780 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში ნინო ოხანაშვილის ბიზნეს სესია გაიმართება

საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას და მხარდაჭერას. ამ მიზნით, ბანკი, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, ბიზნეს სესიების ციკლს აგრძელებს. 28 მაისს, 20:00 საათზე, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით,  აზროვნების აკადემია უმასპინძლებს მორიგ ღონისძიებას თემაზე — გუნდის შექმნა და მართვა, რომელსაც ნინო ოხანაშვილი გაუძღვება.

ლექცია განკუთვნილია დამწყები და მოქმედი მეწარმეებისთვის, მენეჯერებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს, სტარტაპის ან სხვა ტიპის ბიზნესისთვის ეფექტური გუნდი ჩამოაყალიბოს და მართოს.

შეხვედრაზე მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას იმაზე, თუ როგორ უნდა აქციონ გუნდი საკუთარ სტრატეგიულ უპირატესობად. განხილული იქნება ის მთავარი პრინციპები და ინსტრუმენტები, რომლებიც თანამედროვე სტარტაპებს ეფექტური გუნდის ფორმირებასა და თანამშრომლობის კულტურის ჩამოყალიბებაში ეხმარებათ.

ლექცია უპასუხებს შემდეგ საკვანძო კითხვებს:

  • როგორ ავარჩიოთ გუნდის წევრები კომპანიის ღირებულებებისა და საჭირო კომპეტენციების მიხედვით?
  • როგორ დავანაწილოთ როლები ისე, რომ გუნდში არსებობდეს თანამშრომლობის კულტურა?
  • როგორ შევქმნათ ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემო, რაც გუნდის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს?
  • რა პრაქტიკული მიდგომები გამოიყენება წარმატებულ სტარტაპებში გუნდის ეფექტური მართვისთვის?

ლექცია ჩატარდება აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის 57-ში, 28 მაისს, 20:00 საათზე.

ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდით და შეიძინეთ ბილეთი აზროვნების აკადემიის ვებსაიტზე.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლების პლატფორმისბიზნეს 360°ნაწილია. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის: საგანმანათლებლო აქტივობებს, პროგრამებს, კვლევებს, შეთავაზებებსა და ღონისძიებებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics