12:53 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-27 11:03:37, 844 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პოლიანსკი - რუსეთმა, უკრაინის საკითხში ევროპის ქმედებების გამო, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა მოითხოვა

რუსეთმა, ევროპული ქვეყნების ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების პროცესის შეფერხებას ცდილობენ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება მოითხოვა, - ამის შესახებ ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა.

„კიევის რეჟიმის ევროპელმა სპონსორებმა მოითხოვეს შეხვედრა უკრაინაში ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც 29 მაისს, ნიუ-იორკის დროით 15:00 საათზე (მოსკოვის დროით 22:00 საათზე) გაიმართება. ჩვენ გადავწყვიტეთ, სარკისებურად გვეპასუხა და, თავის მხრივ, მოვითხოვეთ შეხვედრა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის შექმნილ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია რიგი ევროპული სახელმწიფოების ქმედებებით, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ უკრაინის კრიზისის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობებს“, - აღნიშნა პოლიანსკიმ.

პოლიანსკის თქმით, რუსეთის მოთხოვნით, შეხვედრა, სავარაუდოდ, 30 მაისს გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics