|
2025-05-27 10:11:31, 712 ნახვა
მსოფლიო
მარკ რუტე - ვფიქრობ, ნატო-ს მომდევნო სამიტზე თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდის შესახებ შევთანხმდებით
ვფიქრობ, ნატო-ს მომდევნო სამიტზე თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდის შესახებ შევთანხმდებით, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა. „ვფიქრობ, ჰააგაში თავდაცვის ხარჯების მაღალ მაჩვენებელზე, 5%-ზე შევთანხმდებით. არ ვიტყვი, თუ როგორი იქნება ინდივიდუალური დანაწილება, მაგრამ სამხედრო ხარჯები 3%-ზე გაცილებით მეტი იქნება და ასევე, ეს თავდაცვის ხარჯების სამიზნეც იქნება“, - განაცხადა მარკ რუტემ. მანამდე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, დიკ სხოფმა განაცხადა, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ალიანსის წევრებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში სამხედრო ხარჯების თვალსაზრისით 3.5%-ს უნდა მიაღწიონ, ხოლო ინფრასტრუქტურის, კიბერუსაფრთხოებისა და სხვა საკითხებზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1.5% დახარჯონ. ცნობისთვის, ნატო-ს 2025 წლის სამიტი ჰააგაში 24-25 ივნისს გაიმართება.
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)