19:28 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-24 11:22:38, 754 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის პროცესი დაიწყო

აშშ-მა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გენერალური ლიცენზია გამოსცა, რომელიც სირიის დროებით მთავრობას, ცენტრალურ ბანკსა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კომპანიებს საერთაშორისო ტრანზაქციებში ჩართვის უფლებამოსილებას ანიჭებს.

„გენერალური ლიცენზია ტრანზაქციების განხორციელების ნებართვას იძლევა, რაც ფაქტობრივად სირიის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ხსნის“, - ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას გეგმავდა.

„სანქციები სასტიკი და დამაზიანებელი იყო, და ამისდა მიუხედავად, თავის დროზე, მნიშვნელოვან - ნამდვილად მნიშვნელოვან - ფუნქციას ემსახურებოდა. მაგრამ ახლა მათი დროა გაიბრწყინონ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ერ–რიადში სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაასაც შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics