|
2025-05-22 16:12:21, 1512 ნახვა
ეკონომიკა
Bentley Exhibitions - თედო რეხვიაშვილის ფერწერა
პროექტი Bentley Exhibitions თანამედროვე ქართველი არტისტის თედო რეხვიაშვილის პერსონალური გამოფენით გრძელდება. ეს უკვე მეორე გამოფენაა, რომელსაც აღმაშენებლის #129-ში მდებარე Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმი პროექტის ფარგლებში მასპინძლობს. თედო რეხვიაშვილის ფერწერა, ისევე, როგორც Bentley Exhibitions-ისთვის შერჩეული თითოეული არტისტის შემოქმედება, ბრენდის მიზნებსა და ფილოსოფიას ეხმიანება. თედო რეხვიაშვილი ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს. Bentley Exhibitions-ის ფარგლებში დაგეგმილი მისი პერსონალური გამოფენის კონცეფცია მოგონებებს ეფუძნება. მხატვარი წარმოადგენს 21 ფერწერულ ნამუშევარს, რომელთა საერთო მახასიათებელი ბავშვობის მოგონებები და ასოციაციებია. მხატვარი ამბობს, რომ ნამუშევრების სერია ასახავს პეიზაჟებს, რომლებიც აბსტრაქტული გააზრებით არის შესრულებული და მეხსიერებით აღიდგინა. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები, მისივე შეფასებით, ბავშვობასთან, მოგონებებთან მიბრუნებაა.
თედო რეხვიაშვილი, მხატვარი: „სერია, რომელიც გამოფენის ფარგლებში წარვადგინე, ასახავს სამცხე-ჯავახეთის ბუნებას და აცოცხლებს მოგონებებს, რომლებიც ამ კუთხესთან მაკავშირებს. თითოეულ ჩვენგანს აქვს მოგონებები, რომლებიც კონკრეტულ ადგილებთან, ბავშვობასთან ასოცირდება. ამდენად, ეს ნახატები მნახველს სთავაზობს მოგზაურობას წარსულის რეფლექსიებში, მოგონებებში. ამ სერიაზე მუშაობა ჩემთვის ბავშვობასთან მიბრუნება იყო. ეს არ არის ადგილზე დახატული პეიზაჟები, ისინი მეხსიერებითაა აღდგენილი - ნაწილი ზედმიწევნით ზუსტად, ნაწილი ფანტაზიით შევსებული. თუმცა ფერთა გამით, განწყობით, ვფიქრობ, შეიძლება იცნო, რომ ეს სამცხე-ჯავახეთია. ნამუშევრები აბსტრაქტულია, გარკვეული გეომეტრიული შეგრძნებებია მათში გატარებული. ეს ერთგვარად ეპასუხება ავტომობილების გეომეტრიულობასა და ტექნიკურ ხასიათს. ამაში იკვეთება ნახატების სერიისა და „ბენტლის“ ასოციაციური თანხვედრა“. ხელოვნების მხარდაჭერა Bentley-სთვის მხოლოდ კულტურული ინიციატივა არ არის – ეს არის სტრატეგიული მიმართულება, რომელიც ბრენდს აძლევს შესაძლებლობას, უფრო ღრმად გაიცნოს თავისი მომხმარებლები და მათთან ერთგვარი ემოციური კავშირი დაამყაროს მაღალი მატერიების გაზიარების გზით. Bentley Exhibitions-ის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარებას და საზოგადოებას შესთავაზოს ინტელექტუალური, ესთეტიკური და შთამაგონებელი გამოცდილება, რომელიც ბრენდის ფასეულობებთან თანხვედრაშია. სოფო დავითაშვილი, Bentley Centre Tbilisi-ს მარკეტინგის მენეჯერი: „Bentley Exhibitions-ის ფარგლებში ბრენდის შოურუმმა დამატებითი საგამოფენო სივრცის ფუნქცია შეიძინა და ის მთელი წლის განმავლობაში დაეთმობა ქართველი ახალგაზრდა არტისტებისა თუ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს. პროექტის ეგიდით ამჟამად უკვე მეორე გამოფენას ვმასპინძლობთ, რომელიც ახალგაზრდა არტისტის თედო რეხვიაშვილის ფერწერულ ნამუშევრებს ეთმობა. ჩვენ კარგად ვიცნობთ ჩვენს მომხმარებლებს, ვიცით, რომ მათ განსაკუთრებული ინტერესი აქვთ ხელოვნების, თანამედროვე არტისტების მიმართ. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, მათთვის ძალიან სასიამოვნო შეთავაზებაც გვაქვს. Bentley-ს მომხმარებლებისთვის გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილ თედოს ნამუშევრებზე ექსკლუზიური ფასი გავრცელდება“. თედო რეხვიაშვილის გამოფენა 23 მაისს გაიხსნება და სტუმრებს ყოველდღე 10:00-იდან 18:00 საათამდე უმასპინძლებს. მხატვრის ფერწერული ნამუშევრების გაცნობის საშუალება დამთვალიერებელს 23 ივლისის ჩათვლით ექნება. Bentley Exhibitions-ის ფარგლებში გამოფენების სერია წლის ბოლომდე გაგრძელდება. 2025 წლის ბოლოს, პროექტის შეჯამების სახით, აუქციონი მოეწყობა, სადაც Bentley-ს შოურუმში წლის განმავლობაში გამოფენილი ნამუშევრები გაიყიდება. Bentley Exhibitions სერიის კურატორია სოფო კოლხიდაშვილი, ღონისძიების პარტნიორია Bang & Olufsen; Cityzen. -- თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია Bentley Centre Tbilisi ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. კომპანია ბრიტანული ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. Bentley Centre Tbilisi მომხმარებელს სთავაზობს ლეგენდარული luxury ბრენდის უახლეს მოდელებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)