10:13 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-21 14:55:31, 681 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - წამართვეს სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც მას საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დაუტოვა, „უპრეცედენტო და ადამიანის უფლებების არნახულ დარღვევას წარმოადგენს“.

ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმითვე, მას „სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი წაართვეს“.

„სააპელაციო სასამართლოს 16 მაისის გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და წარმოადგენს ადამიანის უფლებების არნახულ დარღვევას.

მე წამართვეს სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი, რადგან არ მომეცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობისა და დაუსაბუთებლობის შესახებ საჯარო სხდომაზე განხილვის შესაძლებლობა.

მათ ეშინიათ სიბნელეში სინათლის გამოჩენის, სწორედ ამიტომ ვყავარ მათ დატყვევებული და ახლა უკვე შემიზღუდეს არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება, არამედ ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ამასთან, შემიზღუდეს ელემენტარული საპროცესო უფლებებიც“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 17 მარტს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics