11:45 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-21 12:27:03, 720 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ცხადია, 26 მაისს პროვოკაციის მოწყობის მცდელობა ექნებათ

ცხადია, 26 მაისს პროვოკაციის მოწყობის მცდელობა ექნებათ - რა თქმა უნდა, სახელმწიფო, თავისი ინსტიტუტები, ყველაფერს გააკეთებს, ასეთი ბინძური პროვოკაციები იქნეს არიდებული, რაც დააანონსა თუნდაც, სალომე ზურაბიშვილმა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, 26 მაისი არის ყველას დღე და არავის აქვს უფლება, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს.

„26 მაისი არის დამოუკიდებლობის დღე. ეს არის ყველას დღე და არავის აქვს უფლება, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო, თავისი ინსტიტუტები ყველაფერს გააკეთებს, რომ ასეთი ბინძური პროვოკაციები იქნეს არიდებული, რაც დააანონსა თუნდაც, სალომე ზურაბიშვილმა... გედევან ფოფხაძე ჩერჩეტია ჩვეულებრივ. რა თქმა უნდა, პროვოკაციების მცდელობა ექნებათ. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ მარგინალიზებულები არიან მთლიანად აღნიშნული დაჯგუფება. რადიკალიზმი, აგენტურა, ის ადამიანები, რომლებიც გარედან ფინანსდებიან, ვერასდროს გაიმარჯვებენ ამ ქვეყანაში. ასეთ ადამიანები ყოველთვის განწირული იქნებიან მარცხისთვის,“ - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics