19:38 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-20 18:57:50, 941 ნახვა

მსოფლიო
ვადეფული - მზად ვართ გავაძლიეროთ ზეწოლა, სანამ პუტინი სერიოზულ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის თქმით, ევროპაზე მზად არის გააძლიეროს სანქციები და ზეწოლა რუსეთზე მანამდე, სანამ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებს სერიოზულად არ დაიწყებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გერმანია რუსეთისგან უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებას ელოდება.

"ჩვენ შეგვიძლია იმედგაცრუებით აღვნიშნოთ, რომ რუსეთს ეს გადამწყვეტი ნაბიჯი ამ დრომდე არ გადაუდგამს. ჩვენ ამას პასუხი უნდა გავცეთ. ჩვენ ასევე ველით, რომ ჩვენი ამერიკელი მოკავშირეები ამას არ შეეგუებიან". - თქვა ვადეფულმა.

ამასთან ვადეფულის თქმით, ევროპის ქვეყნების ლიდერებს აქვთ მზაობა, რომ იმუშაონ დამატებითი სანქციების პაკეტებზე და ამაზე შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს.

"დამატებითი სანქციების საკითხის განხილვაზე შეზღუდვები არ უნდა დავიწესოთ. სანამ პუტინი არ რეაგირებს და სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის, ევროპაში იქნება დიდი მზაობა დამატებითი სანქციების პაკეტების შემოღებისთვის, რომლებიც შეზღუდავს მის [პუტინის] ეკონომიკური და პოლიტიკური მანევრების სივრცეს". - დაამატა ვადეფულმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics