|
2025-05-20 18:03:04, 905 ნახვა
მსოფლიო
კირ სტარმერი - ღაზაში ისრაელის მიერ სამხედრო ესკალაციით შეშფოთებულები ვართ
ღაზაში ისრაელის მიერ სამხედრო ესკალაციით შეშფოთებულები ვართ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც მძევლების გათავისუფლების ერთადერთ გზას წარმოადგენს. ასევე, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს წინააღმდეგობას დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების მშენებლობის მიმართ და ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდის შესახებ“, - განაცხადა კირ სტარმერმა. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და კანადის მთავრობებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც „ისრაელს განახლებული სამხედრო შეტევების შეწყვეტისკენ მოუწოდეს“. „არ გავჩერდებით უმოქმედოდ, სანამ ნეთანიაჰუს მთავრობა ამ აღმაშფოთებელ ქმედებებს ახორციელებს. თუ ისრაელი არ შეწყვეტს განახლებულ სამხედრო შეტევას და არ მოხსნის ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეზღუდვებს, საპასუხოდ შემდგომ კონკრეტულ ქმედებებს განვახორციელებთ“, - აღნიშნულია სამი ქვეყნის მთავრობების ერთობლივ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)