07:41 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-20 15:37:43, 1270 ნახვა

ეკონომიკა
გალტ & თაგარტსა და GTN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოში წამყვანი საინვესტიციო კომპანია, გალტ & თაგარტი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგძობს. ამ მიზნით, გალტ & თაგარტმა საერთაშორისო ფინტექ ორგანიზაციასთან GTN-თან თანანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. GTN მსოფლიოს მასშტაბით საინვესტიციო ბანკებსა და საბროკერო ორგანიზაციებს უახლეს ტექნოლოგიებს უზიარებს და შესაძლებლობას აძლევს, საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის თანამედროვე მეთოდები და ინსტრუმენტები დანერგონ.

გალტ & თაგარტმა, GTN-თან პარტნიორობით, უკვე შეძლო მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა ინვესტირების გაუმჯობესებული გამოცდილება. სიახლე შეეხო G&T Trader–ის ონლაინ სავაჭრო პლატფორმას, რომელსაც ახალი ფუნქციონალები დაემატა. განახლებული G&T Trader-ის საშუალებით, კომპანიამ მომხმარებლებს მსოფლიოს მასშტაბით უფრო მეტ საფონდო ბირჟაზე კიდევ უფრო მრავალფეროვანი ინსტრუმენტებით ვაჭრობის შესაძლებლობა მისცა.

თანამშრომლობის შედეგად, გალტ & თაგარტის ონლაინ საინვესტიციო პლატფორმაზე ხელმისაწვდომია:

  • აშშ-ის, ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის უფრო მეტი საფონდო ბირჟა;
  • აქციები, ETF-ები, ფონდები, ობლიგაციები, CFD-ები, ოფციონები, FX და სხვა აქტივების კლასების დიდი არჩევანი;
  • 24-საათიანი ვაჭრობის შესაძლებლობა ამერიკულ აქციებსა და ETF-ებზე.
  • ალგორითმული დავალებების მრავალფეროვანი არჩევანი;
  • წილადობრივი აქციები, ETF-ები და ობლიგაციები.
  • ინტერფეისის ცვლილება საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე.
  • Trading View - გრაფიკების უკეთესი ანალიზისთვის და სხვა უპირატესობები.

„მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ-ტექნოლოგიურ ორგანიზაციასთან — GTN. ვაფასებთ მათ ინოვაციურობასა და მრავალწლიან გამოცდილებას საინვესტიციო ტექნოლოგიების განვითარებაში. მათი მხადარდაჭერით, ჩვენ მომხმარებლებისთვის ვავითარებთ საინვესტიციო პლატფორმას, სადაც მათ საკუთარი პორტფელის უფრო ეფექტიანად დივერსიფიცირების შესაძლებლობა აქვთ, იღებენ უფრო მეტად ინფორმირებულ და მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, შედეგად, კიდევ უფრო უკეთ განკარგავენ საკუთარ აქტივებს. ჩვენ მადლობას ვუხდით GTN-ის გუნდს პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის და იმედი გვაქვს, მომავალში, საერთო ძალებით, ინვესტირებით დაინტერესებულ ადამიანებს კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ“, — აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.

„GTN-ისთვის სასიხარულოა Galt and Taggart-თან, საქართველოში წამყვან საინვესტიციო ბანკთან პარტნიორობა. ჩვენი ერთობლივი სავაჭრო და საინვესტიციო ინსტრუმენტი შექმნილია ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ფართო სამომხმარებლო ბაზას ემსახურებიან. ჩვენი გაერთიანებული ძლიერი მხარეებით, მომავალ წლებში საქართველოს ბაზარზე მრავალი ინოვაციის დანერგვას ველით“, - განაცხადა დამიან ბანსმა, GTN-ის ახლო აღმოსავლეთის რეგიონის აღმასრულებელმა დირექტორმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics