11:44 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-20 10:08:28, 665 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ძალადობრივი დამხობის მომხრეები ჩვენ არ ვართ, ამას ხელს არ შევუწყობთ, პირიქით, ხელს შევუშლით

ჩვენ არ ვართ იმ ბრძოლაში, რომ ერთი მრავალრიცხოვანი აქცია გამოვა და იქ რაღაც დამთავრდება, ამ ბუნების არ არის ეს ბრძოლა, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ძალადობრივი დამხობის მომხრე არ არის და პირიქით, ამას ხელს შეუშლის.

„მე მესმის ეს ინერცია და დაღლილობაც, რომ მოდი, გავიდეთ ყველა ერთად და დავამთავროთ. ოღონდ, აქ, მაშინ უნდა გვესმოდეს, რომ ერთი გასვლა და ერთხელ დამთავრება არის ერთადერთი, ღიად ვიტყვი, ძალადობრივი დამხობა, რომლის მომხრეები ჩვენ არ ვართ. ამას ხელს არ შევუწყობთ, არ გავაკეთებთ, პირიქით, ხელს შევუშლით, რადგან ეს შეიძლება, შედიოდეს მხოლოდ რუსეთის და „ქართული ოცნების“ ინტერესებში. ისტორიულად ყოფილა ასეთი ეტაპები, როდესაც აუღიათ იარაღი და ასე ამხობდნენ ერთ დღეს გასვლით ქუჩაში, მაგრამ ეს ჩვენ არ გვინდა, ამ ქვეყანას არ სჭირდება და არ შეიძლება“, – განაცხადა ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics