13:19 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-19 14:27:36, 698 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კახიანი - თუ გირაოს არ გადაიხდიან, ბუნებრივია, ამას რეაგირება მოჰყვება

პოლიტიკოსებს იმდენი უნდა ესმოდეთ, რომ კანონის უზენაესობას პატივი სცენ და კანონი ისე უნდა დაიცვან, როგორც ამას კანონმდებლობა მოითხოვს - თუ [გირაოს] არ გადაიხდიან, ბუნებრივია, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ გირაოს გადაუხდელობის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, როცა პოლიტიკოსი კანონს არღვევს და შემდეგ კანონიდან გამომდინარე დაყენებულ პასუხისმგებლობას აბრალებენ პოლიტიკურ დევნას, ეს ფარისევლობა და არასწორი საქციელია.

„პოლიტიკოსებს იმდენი უნდა ესმოდეთ, რომ კანონის უზენაესობას პატივი უნდა სცენ და კანონი ისე უნდა დაიცვან, როგორც ამას კანონმდებლობა მოითხოვს. როცა პოლიტიკოსი კანონს არღვევს და შემდეგ კანონიდან გამომდინარე დაყენებულ პასუხისმგებლობას აბრალებენ პოლიტიკურ დევნას, ეს ფარისევლობა და არასწორი საქციელია. ამიტომ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა კეთილი ინებონ და სასამართლოს მიერ დაწესებული გირაო გადაიხადონ. თუ არ გადაიხდიან, ბუნებრივია, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა კახიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლომ რამდენიმე პირს, მათ შორის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გირაო შეუფარდა. გირაოს გადაუხდელობის გამო, სასამართლომ 14 მაისს, თავდაცვის ყოფილი მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა და ის დარბაზში დააკავეს.

გირაოს გადახდას არ აპირებს კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსი, მათ შორის - ნიკა გვარამია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. რაც შეეხება “ლელო - ძლიერი საქართველოს” ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო გადაიხადეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics