16:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-14 13:13:48, 703 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - ვფიქრობ, თავადაც არ აქვს ივანიშვილს გააზრებული, რა მძიმე შედეგებს მოუტანს აშშ-სთან ვა-ბანკი

მე ვფიქრობ, თავადაც არ აქვთ გააზრებული, რა მძიმე შედეგებს მოუტანს ივანიშვილს აშშ-სთან ასეთი ვა-ბანკი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რომლის ადრესატიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი არიან.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ აშშ-სთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დასაწყებად, ახალი არჩევნების ჩატარებაა საჭირო, თუმცა მას არჩევნების ეშინია.

„მე ვფიქრობ, უსამართლო რეჟიმი ძალიან სწრაფად დამარცხდება. იმაზე სწრაფად, ვიდრე გვგონია. ზოგადად, თუკი რამეში ვარ დარწმუნებული ამაში, რომ „ქართული ოცნება“ როგორც რეჟიმი რაღაც გაწერილი გეგმით არასდროს დამარცხება. მსოფლიოში რეჟიმები ასე არასდროს მარცხდებიან. ასეთი რეჟიმი ყველასთვის მოულოდნელად ნარცხდებიან ძირს. ეს ბედი უცილებლად ეწვევა ივანიშვილს. ამ გზაზე დგას.

„ქართულმა ოცნებამ“ ამერიკის შეერთებული შტატებისგან პასუხი მიიღო - სუფთა ფურცლიდან ურთიერთობების დაწყება შესაძლებელია ახალი არჩევნების ჩატარებით და არა მიტაცებული ძალაუფლების პირობებში. ეს მას უთხრეს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ასევე სხვა ამერიკელმა ბიუროკრატებმა. ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ამერიკასთან, ამას სჭირდება ახალი არჩევნები, მაგრამ ამ ახალი არჩევნების ეშინია,“ - განაცხადა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics