15:59 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-14 11:36:04, 626 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - არ მგონია, „MEGOBARI აქტი“ ისეთი საკითხი იყოს, რომ ტრამპს უღირდეს, სენატს ან წარმომადგენელთა პალატას დაუპირისპირდეს

არ მგონია, „MEGOBARI აქტი“ ისეთი საკითხი იყოს, რომლის გამოც ტრამპს უღირდეს, დაუპირისპირდეს ან სენატს, ან წარმომადგენელთა პალატას, ამიტომ ალბათობა იმისა, რომ ტრამპი დოკუმენტს ხელს მოაწერს, ძალიან მაღალია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ, სავარაუდოდ, „MEGOBARI აქტს“ სენატშიც ძალიან მაღალი ორპარტიული მხარდაჭერა ექნება.

„სავარაუდოდ „MEGOBARI აქტზე“ სენატშიც იქნება ძალიან მაღალი ორპარტიული მხარდაჭერა როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების მხრიდან. არ მგონია, ეს ისეთი საკითხი იყოს, რომლის გამოც ტრამპს უღირდეს, რომ დაუპირისპირდეს ან სენატს, ან წარმომადგენელთა პალატას, ამიტომ ალბათობა იმისა, რომ ტრამპი მაგას ხელს მოაწერს, ძალიან მაღალია, რაც იქნება პრეცედენტი. ახალი ადმინისტრაცია დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას საქართველოსთან მიმართებით. პოზიციის დაფიქსირება ნიშნავს, რომ დოკუმენტით განისაზღვრება, რა პრობლემებია ქვეყანაში, როგორი უნდა იყოს ამერიკის პოლიტიკა და ვინ დასანქცირება,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics