|
2025-05-13 12:41:32, 703 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ბარამიძე „ქართულ ოცნებაზე“ - მარტო ესენი არ დამარცხდნენ
სულ ცოტა დრო დარჩა, როცა ისინი გამოაცხადებენ, რომ „აი, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში დამარცხდა“ - მარტო ესენი არ დამარცხდნენ და ამათზე არაფერი „დიფ სთეითი“ არ მოქმედებს, - ასე ეხმაურება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რითაც ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს მიმართავს. ბარამიძის შეფასებით, „ქართულ ოცნებასა” და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შორის თანხვედრა არ არსებობს. „ამ მოღალატე და კრიმინალთა რეჟიმის დოქსოპულომ, იმიტომ ვერ მიიღო პრეზიდენტ, დონალდ ტრამპისგან და მისი ადმინისტრაციისგან საპასუხო წერილი, რომ მათ არ აღიარებენ. ყველამ კარგად ვიცით, რომ არცერთი ცივილიზებული ქვეყანა კრიმინალთა რეჟიმს, პუტინის რუსეთის მეხუთე კოლონას, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას არ აღიარებს. ამერიკის შეერთებულ შტატებს თურქმენეთის ხელისუფლებასთანაც ურთიერთობა აქვს და რაღაც კონტაქტი სხვა დიქტატორულ რეჟიმებთანაც შეიძლება ჰქონდეს. რაც შეეხება „ქართულ ოცნებასა” და ტრამპის ადმინისტრაციას შორის თანხვედრაზე, მათ შორის არაფერში არ არის თანხვედრა, ეს არის მოჩვენებითი თანხვედრა. როგორც მოჩვენებითი იყო, საუბარია იმაზე, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილის ბანდას ევროკავშირში, ნატო-ში გაწევრიანება უნდოდა. ახლა ყველამ კარგად ხომ დავინახეთ როგორც უნდოდათ? - და სინამდვილეში, როგორც არ უნდოდათ. ცივილიზებულ სახელმწიფოსთან არაფერში თანხვედრა არ აქვთ. არც ამერიკასთან და არც სხვა რომელიმე დემოკრატიულ ადმინისტრაციასთან. იმიტომ, რომ პუტინის რეჟიმს და მის მარიონეტებს, მეხუთე კოლონას არ შეიძლება რაიმე დამთხვევა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან ჰქონდეს. ეს ყველაფერი მოჩვენებითია, რაზეც აქამდე ლაპარაკობენ. ისინი დიდი სიამოვნებით იმაზე უარეს დიქტატორულ, სისხლიან რეჟიმს გააფორმებდნენ, რაც არის მაგალითად: რუსეთის ერთ-ერთ პროვინციაში, ოკუპირებულ ჩეჩნეთში და კადიროვზეც უარესად მოიქცეოდნენ. ისინი აქეთკენ მიდიან! სულ ცოტა დრო დარჩა, როცა ისინი გამოაცხადებენ, რომ „აი, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც „დით სთეითთან” ბრძოლაში დამარცხდა”. მარტო ესენი არ დამარცხდნენ და ამათზე არაფერი „დიფ სთეითი” არ მოქმედებს, თორემ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ყველა სხვა „დიფ სთეითმა”, იმ ვიღაცამ ყოვლის შემძლემ, დაამარცხა. ეს ხიხო ბიძინა ივანიშვილი და მისი ჯამბაზების ბანდა, ვერ დაამარცხა?! - სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს ეს ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება. ეს ჯამბაზები და ქვეყნის მოღალატეები, რომ ქვეყანას არ მართავდნენ, მართლა გულიანად გაიცინებდა ადამიანი”, - განაცხადა ბარამიძემ.
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)