17:16 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-09 21:25:05, 1075 ნახვა

პოლიტიკა
ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციაზე სინდისის პატიმრების სატელეფონო მიმართვები გააჟღერეს

ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციაზე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების აუდიო მიმართვები გააჟღერეს. აქციაზე გაღჟერდა ირაკლი ქერაშვილის, ვეფხია კასრაძის, ასევე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართვები.

მანამდე, აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრებმა დაკავებულების სრული სია წაიკითხეს და თითოეულ მათგანს მხარდაჭერა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეები კი სკანდირებდნენ: „თავისუფლება“.

„ევროპის მოედანზე“ აქცია ლოზუნგით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ მიმდინარეობს. „ევროპის მოედნამდე“ მსვლელობა 5 ლოკაციიდან: რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, მეტრო "ავლაბრიდან", საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics