|
2025-05-09 14:45:33, 802 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - მივესალმები ტრამპის მტკიცე მოწოდებას 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ
წუხელ რამდენჯერმე ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. მივესალმები მის მტკიცე მოწოდებას 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, თუ რუსეთი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე, ევროპა, შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კოორდინაციით, მტკიცედ უპასუხებს. „ყველამ უნდა ვიმუშაოთ ამ მიზნის მისაღწევად ყოველგვარი შეფერხების, ცრუ პრეტენზიებისა და გაჭიანურების ტაქტიკის გარეშე. უკრაინამ უკვე გამოთქვა თანხმობა ცეცხლის ასეთი შეწყვეტის მიმართ თითქმის ორი თვის წინ. ახლა ველოდები, რომ რუსეთიც იგივეს გააკეთებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ მტკიცედ ვუპასუხოთ ყველა ევროპელთან ერთად და შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კოორდინაციით“, - აცხადებს მაკრონი. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება და აშშ მხარეებისგან, იდეალურ შემთხვევაში, 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)