|
2025-05-08 14:15:17, 965 ნახვა
სამართალი
მოსამართლემ ირაკლი კობახიძის სასამართლო პროცესზე გამოკითხვასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სასამართლო პროცესზე გამოკითხვასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა. როგორც მან სხდომაზე აღნიშნა, სასამართლოს არ შესწევს შესაძლებლობა შეაფასოს რეალურად ფლობს თუ არა ირაკლი კობახიძე რაიმე მნიშვნელოვან გარემოებას განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით. „იმ პირობებში, როდესაც, პირი, ამ ეტაპზე, არ არის გამოკითხული და სასამართლოს არ შესწევს შესაძლებლობა შეაფასოს რეალურად ფლობს თუ არა ეს პირი რაიმე მნიშვნელოვან გარემოებას განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. აქვე მივუთითებ, რომ თუ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე გარემოება შეიცვლება, დაცვის მხარის მხრიდან წარმოდგენილი იქნება მტკიცებულება, რომლის შეფასების საფუძველზე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს და ექნება შესაძლებლობა შეაფასოს ფლობს თუ არა ეს პირი მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებს საქმესთან დაკავშირებით, ბუნებრივია, დაცვის მხარეს კვლავ ექნება შესაძლებლობა აღნიშნული შუამდგომლობის გაჟღერების. ამ ეტაპზე, მითითებული გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს“,- განაცხადა ნინო სახელაშვილმა. ცნობისთვის, ადვოკატებმა სასამართლოს პრემიერ-მინისტრის გამოკითხვის შუამდგომლობით 28 აპრილის სხდომაზე მიმართეს. საქმე ეხება ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმისას დავალებას ასრულებდა“. ამასთან, 7 მაისს გახდა ცნობილი, რომ ამავე განცხადების გამო, მზია ამაღლობელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძესა და „ხალხის ძალის“ დეპუტატ სოზარ სუბარს სასამართლოში უჩივის. სარჩელის ავტორების განცხადებით, სარჩელით მოთხოვნილია გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად მიჩნევა და იმავე საშუალებით აღნიშნული განცხადების უარყოფა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)