19:46 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-07 18:45:00, 3154 ნახვა

პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - სალომე ზურაბიშვილს საქართველოში „შულავერის კომიტეტი“ აქვს შექმნილი

ერთადერთი კომიტეტი, რომლის შექმნაც სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, „შულავერის კომიტეტია“, პრინციპში, მას საქართველოში „შულავერის კომიტეტი“ დიდი ხანია, შექმნილი აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ჩამოწერილი პოლიტიკოსია, რომელსაც ყავლი დიდი ხანია, გაუვიდა.

„ერთადერთი კომიტეტი, რომლის შექმნაც სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, „შულავერის კომიტეტია“. პრინციპში, მას საქართველოში „შულავერის კომიტეტი“ დიდი ხანია შექმნილი აქვს. სხვა შემთხვევაში, მას არავინ არაფერს ეკითხება. რეალურად, ის ჩამოწერილი პოლიტიკოსია, რომელსაც ყავლი დიდი ხანია გაუვიდა. იმედები ვერც ქართველ რადიკალებს და, ვერც უცხოელ დამკვეთებს ვერ გაუმართლა. მისი მხრიდან ჰაერში მუშტების ქნევას ვხედავთ და მეტს არაფერს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics