|
2025-05-07 16:18:54, 745 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის კანცლერი - ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ
ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ელისეის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ფრიდრიხ მერცმა და ემანუელ მაკრონმა გერმანიასა და საფრანგეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს. „თავდაცვის სფეროში ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს. პარიზისა და ბერლინის ეროვნული თავდაცვის პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად კოორდინირებული უნდა გახდეს“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა. მისი თქმით, ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება უკრაინისთვისაც სასარგებლო იქნება. „უკრაინას შეუძლია რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გერმანიისა და საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)