03:51 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-06 15:09:03, 687 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს, მაგრამ თუ კიევის რეჟიმისგან საპასუხო რეაქცია არ იქნება, ადეკვატურ პასუხს გასცემს

რუსეთი გამარჯვების დღის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო დღეებში ცეცხლს წყვეტს, თუმცა შესაბამისად უპასუხებს, თუ უკრაინა რუსეთის პოზიციებზე ან ობიექტებზე თავდასხმას დაიწყებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ცეცხლი შეწყდება, მაგრამ თუ კიევის რეჟიმისგან საპასუხო რეაქცია არ იქნება და ჩვენს პოზიციებზე ან ობიექტებზე დარტყმის მცდელობები გაგრძელდება, მაშინვე ადეკვატური პასუხი იქნება“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მზადყოფნის შესახებ კიევისგან არანაირი განცხადება არ მოუსმენია.

„სამწუხაროდ, ჯერჯერობით, კიევისგან, რეჟიმის წარმომადგენლებისგან, რეჟიმის ხელმძღვანელისგან არ მოგვისმენია არც ერთი განცხადება, რომელიც ამ სადღესასწაულო ზავში შემოერთების მზაობაზე მიუთითებდა“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც, მისი თქმით, 8-10 მაისს იმოქმედებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics