|
2015-02-17 13:44:51, 1867 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ ენერგო-კონფერენციას უმასპინძლა
„თიბისი ბანკის“ ორგანიზებით და ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით „თიბისი ბანკის“ საკონფერენციო დარბაზში ენერგო-კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია სახელწოდებით „საინვესტიციო შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოს ენერგეტიკის სფეროში“ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა - კახა კალაძემ გახსნა. როგორც „თიბისი ბანკში“ აცხადებენ, ენერგო-კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ენერგეტიკის სფეროში არსებული გამოწვევებისა და სამომავლო განვითარების პერსპექტივების განხილვა, ასევე მთავრობის წარმომადგენლებს, სექტორის ძირითად მოთამაშეებსა და დარგის სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზიარება. ენერგეტიკის სექტორის დაფინანსების მიხედვით „თიბისი ბანკის“, როგორც წამყვანი ქართული ბანკის საქმიანობის ერთერთი პრიორიტეტია ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერა და დარგის განვითარების ხელშეწყობა. „თიბისი ბანკს“ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 150 მლნ ლარით ათამდე ენერგეტიკული პროექტი აქვს დაფინანსებული. „ენერგო-კონფერენცია საშუალებას მოგვცემს სრულად წარმოვაჩინოთ საქართველოს ენერგეტიკის ინდუსტრიაში არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები, როგორც მარეგულირებელი ორგანოების, ასევე საქართველოსა და უცხოეთში ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლების თვალით. აღსანიშნავია, რომ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ბანკი მასპინძლობს, რადგან საბანკო სექტორის როლი უმნიშვნელოვანესია ქართული ენერგეტიკის სფეროს განვითარების საკითხში“, – განაცხადა“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერმალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. მსგავსი მასშტაბის ენერგო-კონფერენცია საქართველოში პირველი პრეცენდენტია, რომლის ინიციატორი და ორგანიზატორი კომერციული ბანკია. კონფერენციას დაესწრნენ ენერგეტიკის სამინისტროს, საპარტნიორო ფონდის, საქართველოში მოქმედი ყველა ძირითადი ენერგოკომპანიის, ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) და USAID წარმომადგენლები.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)