|
2025-05-04 14:16:45, 3606 ნახვა
სხვადასხვა
თბილისი ცენტრალი ე.წ. ვაგზლის ბაზრობის რეკონსტრუქციისთვის მზაობას აცხადებს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ს.ს „თბილისი ცენტრალი“ ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში სს „თბილისი ცენტრალი“ აცხადებს მზაობას უმოკლეს ვადებში მოამზადოს „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება მსგავსი სივრცეების ოპერირების თანამედროვე ნორმებსა და მოთხოვნებთან. „მიმდინარე წლის 30 აპრილს, დაახლოებით დილის 6 საათზე, ვაგზლის მოედნის მიმდებარედ, ე.წ ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც სრულად დაიწვა 12 000 მ2 სავაჭრო და სასაწყობო სივრცე. აღნიშნული ტერიტორია 49 წლიანი გრძელვადიანი იჯარით აღებული აქვს ს.ს თბილისი ცენტრალს საქართველოს რკინიგზისგან. არსებული საიჯარო ხელშეკრულების ქვეშ, ამ ტერიტორიაზე ბაზრობის მოწყობას და ფუნქციონირებას ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებდა შპს ბაქანი. ხანძრის შედეგად დაზარალდა შპს ბაქანი და მათ მიერ დასაქმებული 300-ზე მეტი მოვაჭრე, სს თბილისი ცენტრალი და მისი სხვა მოიჯარეები რომლებმაც ერთობლივად რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელეს აღნიშნული ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწყობაში. მიუხედავად მიღებული მნიშვნელოვანი ზარალისა, სს თბილისი ცენტრალი აცხადებს სრულ მზაობას უმოკლეს ვადებში მოამზადოს ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება მსგავსი სივრცეების ოპერირების თანამედროვე ნორმებსა და მოთხოვნებთან. სს თბილისი ცენტრალს გააჩნია ყველანაირი საჭირო რესურსი რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ოპერატიული თანხმობის მიღებისთანავე, განახორციელოს საჭირო ინვესტიცია სავაჭრო სივრცის მაქსიმალურად მოკლე ვადებში რეკონსტრუქციისთვის, რაც საშუალებას მისცემს დაზარალებულ მოიჯარეებს აღადგინონ კომერციული საქმიანობა. ვითვალისწინებთ რა დაზარალებული მოვაჭრეების მდგომარეობას, ბაზრობის ოპერატორთან ერთად ვიხმართ ყველანაირ ღონეს რომ მათ შევთავაზოთ კომერციული საქმიანობის განახლების შეღავათიანი პირობები და ხელი შევუწყოთ დაუბრუნდნენ ცხოვრების ნორმალურ რიტმს“, - ნათქვამია განცხადებაში.
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)