|
2025-05-02 13:47:23, 856 ნახვა
ეკონომიკა
ბაირონ სმიტის და ჯაილზ კლარკის შეხვედრები თიბისი კონცეპტში
ქოლგა თბილისი ფოტო 2025-ის ფარგლებში, თიბისი წარმოგიდგენთ მრავალი ჯილდოს მფლობელების ფოტოგრაფ ბაირონ სმიტის და ფოტოჟურნალისტის ჯაილზ კლარკის ლექციებს და საგანმანათლებლო შეხვედრებს. ბაირონ სმიტი |ძირითადი ფოკუსი: თხრობის მართვა ფოტოების მეშვეობით 5 მაისი, ორშაბათი მარჯანიშვილის ქ.7, თიბისი კონცეპტი, მე-4 სართული ბაირონ სმიტი საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული, არაერთი ჯილდოს მფლობელი ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრები მიზნად ისახავს, მოიხელთოს კონფლიქტისა და მიგრაციის უშუალო არსი, იმ იმედით, რომ ამ ისტორიების ექო მსოფლიოზე გავლენას მოახდენს. მას გაშუქებული აქვს ისტორიები კონფლიქტის ისეთი ზონებიდან, როგორიცაა ერაყი, სუდანი და უკრაინა; ასევე, ისეთი ქვეყნების ცვალებადი პოლიტიკური ლანდშაფტი, როგორებიცაა ჩრდილოეთი ირლანდია, ყაზახეთი და ფოტოგრაფის მშობლიური აშშ. ჯაილზ კლარკი | კონფლიქტებისას მოსახლეობის მსხვერპლის გაშუქება 5 მაისი, ორშაბათი მარჯანიშვილის ქ.7, თიბისი კონცეპტი, მე-4 სართული ჯაილზ კლარკი გაერთიანებულ სამეფოში დაბადებული ფოტოჟურნალისტია, რომლის ინტერესის სფეროა მიმდინარე და კონფლიქტების შემდგომი მსოფლიო პრობლემების ამაღელვებელი მომენტები. ფოტოგრაფის კარიერა მან დაიწყო დასავლეთ ბერლინში, შემდეგ გააგრძელა ლონდონში და ბოლოს დამკვიდრდა ნიუ-იორკში. ჯაილზ კლარკი უკანასკნელი 18 წლის მანძილზე აშუქებდა ჰუმანიტარული კრიზისის ყველაზე სერიოზულ ზონებს მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში. მისი ყურადღება ძირითადად კონცენტრირებული იყო იმ ფასის გადახდასა და მსხვერპლზე, რომელიც მოქალაქეებმა გაიღეს; ასევე, სოციალური და ეკოლოგიური უსამართლობის ბევრ სხვა პრობლემაზე. ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში, 2025 წელს, კლარკი წარმოადგენს ფოტოებს, გააზიარებს ამბებს ამ რეგიონებიდან ზოგიერთში მუშაობის შესახებ და დამწყებ ფოტოჟურნალისტებს, რომელთაც ჩვენს მუდმივად ცვალებად სამყაროში განსაკუთრებით პრობლემური საკითხების დოკუმენტირება სურთ, რჩევებს მისცემს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)