21:21 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-02 13:34:58, 792 ნახვა

მსოფლიო
დენის შმიგალი - უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდი აშშ-ში დარეგისტრირდება, მისი ანგარიშის ვალუტა კი გრივნა იქნება

უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდი, რომლის შექმნასაც აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმებული ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს, აშშ-ში დარეგისტრირდება და მისი ანგარიშის ვალუტა გრივნა იქნება, - ამის შესახებ უკრაინელი დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„წინასწარი შეთანხმებით, ფონდი დარეგისტრირდება აშშ-ში, მაგრამ ანგარიში იქნება უკრაინაში და შევსება მოხდება გრივნაში“, - ციტირებს ჟელეზნიაკი პრემიერ-მინისტრის სიტყვებს.

კითხვაზე, ნამდვილად იგეგმება თუ არა შეთანხმების რატიფიცირება 8 მაისს, შმიგალმა უპასუხა, რომ იმედოვნებენ, ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდება.

„ჩვენ ვითხოვთ რატიფიკაციას რაც შეიძლება მალე. მადლიერები ვიქნებით“, - ციტირებს პარლამენტის წევრი შმიგალის სიტყვებს.

რაც შეეხება დანარჩენ ორ დოკუმენტს, რომლებმაც შეთანხმების ტექნიკური დეტალები უნდა განსაზღვრონ, შმიგალმა განაცხადა, რომ ეს არის ინსტიტუციებს შორის შეთანხმებები, რომლებიც პრინციპულად შეთანხმებულია და რატიფიკაციას არ ექვემდებარება.

შეგახსენებთ, ვაშინგტონმა და კიევმა ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტს ხელი უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ და აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა მოაწერეს. შეთანხმება აშშ-უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics