14:56 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 20:24:30, 566 ნახვა

საზოგადოება
თვითმმართველობის მხარდამჭერები: შენობაში შესვლის მოთხოვნით სამართალდამცავებს მივმართეთ, რაც დააკმაყოფილეს

ცნობილი გახდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არა მარტო თსუ-ს სტუდენტები შევიდნენ, არამედ- სხვადასხვა უნივერსიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლებიც.

როგორც " ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება,მათ შორის შენობაში იმყოფება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი ავთანდილ ადეიშვილი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი თორნიკე ჩიქოვანი.

შემოსული სტუდენტების განცხადებით, მათ სამართალდამცველებს შენობაში შესვლის თაობაზე განცხადებით მიმართეს, რაც დაუკმაყოფილეს. ამიტომ ისინი მიიჩნევენ, რომ შენობაში ლეგალურად შემოვიდნენ.

 

ილიაუნის თვითმმართველობის პრეზიდენტის თორნიკე ჩიქოვანის ინფორმაციით, თვითმმართველობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები მზად არიან, მეორე სტუდენტური ჯგუფის წევრებს შეხვდნენ, თუკი მათი მხრიდან ამის სურვილი იქნება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შენობაში თვითმმართველობის წევრებს უკანა შესასვლელიდან იმ აქციის რამდენიმე სტუდენტი შეყვა, რომელთა მოთხოვნა რექტორ ვლადიმერ პაპავას გადაყენება არაა და უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერების ინსტიტუტის გაუქმება და სისტემური ცვლილებები სურთ. მათი თქმით, თვითმმართველობის მხარდამჭერებს შორის გაერიენ და შენობაში უპრობლემოდ შევიდნენ მაშინ, როცა მეორე სტუდენტური ჯგუფის წარმომადგენლებს თსუ- ში არ უშვებენ. მათივე განმარტებით, სიცრუეა, რომ თვითმმართველობის მხარდამჭერები შენობაში განცხადების საფუძველზე შევიდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics