|
2025-05-01 13:06:12, 831 ნახვა
სამართალი
ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი მოსამართლეს - შანსი გაქვთ გამრუდებული მართლმსაჯულების გამოსწორების
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
სხვისი ცოდვის გამართლება უფრო უარესია, ვიდრე თავად შესცოდო, დაცვის მხარემ სასამართლოს არაერთხელ მივეცით საშუალება სასამართლოს მართლმსაჯულება გადაერჩინა, მაგრამ ჯერ ეს ვერ მოახერხა, - ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს. შესავალ სიტყვაში, რომელიც ჭიჭინაძის ადვოკატებმა წარმოთქვეს, აღნიშნავდნენ, რომ პროკურატურას საქმეზე მტკიცებულებები წარმოდგენილი არ აქვს. თორნიკე მიგინეიშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ მაქვს აქვს შანსი, „გამრუდებული მართლმსაჯულება გამოასწოროს“. „რისთვისაც ასამართლებს სასამართლო ამ ადამიანებს, არის ის, რომ ისინი იმ ღირებულებებს იცავენ, რასაც თქვენ, პროკურატურა და მოსამართლე უნდა იცავდეთ. ანდრო იქ იდგა ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის, თქვენთვისაც ქალბატონო მოსამართლე და სამშობლოსთვის. ანდრო ჭიჭინაძე რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა... სამართალდამცავები იგინებოდნენ, ილანძღებოდნენ და წყლით სავსე ბოთლებს ისროდნენ, რაც ანდროს ფეხის არეში, წვივთან მოხვდა. კანონის დაცვით მოქმედი პოლიციელები დედის მისამართით იგინებოდნენ, სასტიკად სცემდნენ და არბევდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ვინც კანონს უნდა იცავდეს, ის იგინება იმ კადრებში, რაც თავად ბრალდებას აქვს წარმოდგენილი და ამას ვერ გაექცევა. ვინც ამ დროს აგრესიული და მოძალადეები იყვნენ, თავად პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, დარწმუნებული ვარ, ქალბატონო მოსამართლე, ეს კადრები აუცილებლად გექნებათ ნანახი. რა ხდება დღეს? პროკურატურა თავად დებს ანდრო ჭიჭინაძეს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. საბჭოთა კავშირის ბინძურ სისტემაშიც კი, საბჭოთა მანქანაც კი ერიდებოდა ვინმესთვის ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობა დაებრალებინა, რადგან ეს სახელმწიფოს სისუსტეზე მიუთითებდა“, - განაცხადა მიგინეიშვილმა. მისი განმარტებით, ჭიჭინაძე და მისი ოჯახი სამართლიანობისთვის წლებია იბრძვის. „ანდრო ჭიჭინაძის პროტესტი მშვიდობისთვის და თავისუფალი საქართველოსთვის გუშინ არ დაწყებულა. ის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმიდან დაიწყო, როცა მისი ოჯახის ახლობელი, სანდრო გირგვლიანი წამებით მოკლეს. სხვისი ცოდვის გამართლება უფრო უარესია, ვიდრე თავად შესცოდო, დაცვის მხარემ სასამართლოს არაერთხელ მივეცით საშუალება სასამართლოს მართლმსაჯულება გადაერჩინა, მაგრამ ჯერ ეს ვერ მოახერხა. თქვენ, ქალბატონო მოსამართლე გაქვთ შანსი, გამრუდებული მართლმსაჯულების გამოსწორების და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების. ეს არის საქმე, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს გაზომოს ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა. საზოგადოება გიყურებთ გაუძლებთ თუ არა პოლიტიკურ ზეწოლას და გაიმეტებთ თუ არა უდანაშაულო, პატრიოტს ახალგაზრდებს პოლიტიკური დასჯისთვის. ეს არის მოსამართლის ტვირთიც და ვალდებულებაც, დაიცვას არამხოლოდ ერთი უდანაშაულო ადამიანი, რომლის დაცვაც კონსტიტუციამ დაგავალათ, არამედ ამასთან ერთად, დაიცვას სამართლიანობაც“, - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა. ამ წუთებში სასამართლოში დაკავებულების ადვოკატების შესავალ სიტყვებს უსმენენ. სხდომის დაწყებისას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მე-8 დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმი წაიკითხა, სადაც აღნიშნული იყო, რომ რუსლან სივაკოვი უარს აცხადებდა გამოცხადებაზე. პროცესს არ ესწრება ბრალდებულ რევაზ კიკნაძის ადვოკატი, ელგუჯა ავსაჯანიშვილი. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის განმარტებით, ადვოკატი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა, თუმცა, ეს არ ზღუდავს სხვა ადვოკატებს, რომ შესავალი სიტყვები წარმოთქვან. შესაბამისად, მოსამართლემ სხდომა არ გადადო. რაც შეეხება კიკნაძეს, მას მოსამართლემ წარდგენილი ბრალდება და უფლებები განუმარტა, რაზეც ბრალდებულს ჰკითხა, იყო თუ არა გასაგები, რაზეც კიკნაძემ უპასუხა, რომ „ვერც გაიგო და არც ეთანხმება". ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)