00:30 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-30 10:05:20, 1054 ნახვა

საზოგადოება
სახანძრო-სამაშველოს უფროსი - დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გვაქვს

სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის თქმით, ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია, ხოლო დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ აქვთ.

მუსელიანის ცნობით, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კლინიკებიდან მოხდა პაციენტების ევაკუაციაც.

"112 -დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ხანძარი გავრცელებული იყო ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ფართზე. მეხანძრე-მაშველების მიერ დროულად მოხდა რეაგირება, დროულად გამოცხადდნენ ადგილზე ჯგუფები. ხანძრის ქრობაში, დაახლოებით, ჩართული არის 30 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა, ასევე პირადი შემადგენლობა.

მეხანძრე მაშველების დროული-რეაგირების შედეგად მოხდა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.

რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულა კლინიკებს, აღნიშნული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა პაციენტების ევაკუაცია. დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გვაქვს. 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები". - თქვა მუსელიანმა.

თბილისში, ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი 30 აპრილს დილით გაჩნდა, ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ, რომ ამ დროისთვის ხანძარი მეხანძრე-მაშველებმა სრულად ჩააქრეს. 

ხანძრის შედეგად დაიწვა სასაწყობე ფართები. ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics