|
2025-04-28 11:40:57, 697 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეა ადასტურებს, რომ კურსკში რუსეთის დასახმარებლად სამხედროები გაგზავნეს
ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიამ პირველად დაადასტურა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, კურსკის ოლქში რუსეთის მხარეს ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები იბრძოდნენ. მედიის მიხედვით, სამხედროები ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთთან დადებული ორმხრივი თავდაცვის შეთანხმების ფარგლებში გაგზავნა. "კურსკის გათავისუფლების ოპერაცია, უკრაინის ხელისუფლების მიერ რუსეთის ფედერაციაში შეჭრის მოსაგერიებლად გამარჯვებით დასრულდა" – ამბობს კიმ ჩენ ინი. გუშინ მსგავსი აღიარება გააკეთა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა. ამის შესახებ გერასიმოვმა რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმირ პუტინისთვის კურსკის ოლქში სამხედრო მოქმედებების შესახებ ანგარიშის ჩაბარების დროს ელაპარაკა, რომელშიც ის ირწმუნებოდა, რომ რუსეთმა "კურსკის ოლქის ტერიტორია სრულად გაათავისუფლა". "მსურს, ხაზი გავუსვა კურსკის რეგიონის მოსაზღვრე ტერიტორიების გათავისუფლებაში კონკრეტულად კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკის ჯარისკაცების შეტანილ წვლილს, რომელმაც ჩვენს ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესაბამისად საკმაოდ დაგვეხმარა უკრაინული არმიის საბრძოლო ჯგუფის განადგურებაში, რომელმაც შეჭრა დაიწყო". - თქვა გერასიმოვმა. გერასიმოვმა დაამატა, რომ "კორეის სახალხო არმიის ჯარისკაცები და ოფიცრები რუს ჯარისკაცებთან ერთად საბრძოლო მიზნებს მხარდამხარ ასრულებდნენ და უკრაინული შეჭრის უკუგდების დროს მაღალი დონის პროფესიონალიზმი და ბრძოლაში გამძლეობა, სიმამაცე და გმირობა გამოავლინეს". მანამდე, უკრაინის გენშტაბმა უარყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომ კურსკის ოლქში სამხედრო მოქმედებები დასრულებულია.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)