|
2025-04-27 13:48:25, 849 ნახვა
ეკონომიკა
რუსეთის ბელორუსის და უკრაინის მოქალაქეები საქართველოს რეზიდენტები ხდებიან, სტატისტიკა
საქართველოში მყოფი ბელორუსის მოქალაქეების 26.9%, უკრაინის მოქალაქეების 23.9% და რუსეთის მოქალაქეების 24.4% საქართველოს რეზიდენტები არიან. ამის შესახებ ეროვნული ბანკი ტურიზმიდან შემოსავლების სტატისტიკაში მიუთითებს. 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი ბელორუსის მოქალაქეების 26.9%, უკრაინის მოქალაქეების 23.9% და რუსეთის მოქალაქეების 24.4% საქართველოს რეზიდენტები არიან. სებ-ის განმარტებით, ეს ადამიანები საქართველოში უკვე 1 წელზე მეტია იმყოფებიან ან 1 წელზე მეტი ვადით აპირებენ დარჩენას. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით, საქართველოს რეზიდენტებად ითვლებიან და მათი ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში. 2025 წლის I კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან 826 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.3%-ით მეტია. I კვარტალში რუსეთიდან მიღებული შემოსავალი 17.2%-ით შემცირდა. თუმცა ამის მიუხედავად, რუსეთი კვლავ ლიდერ პოზიციაზეა 141.8 მილიონი დოლარით. ამავე პერიოდში უკრაინიდან 2%-ით მეტი - 33.7 მლნ დოლარის შემოსავალი დაფიქსირდა, ბელარუსიდან კი 15.9 მლნ დოლარის, რაც წლიურად 3.8%-იანი კლებაა.
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)