|
2025-04-25 17:27:07, 1108 ნახვა
მსოფლიო
CIA-ის დირექტორის მოადგილის შვილი, რომელიც რუსეთის ჯარში იბრძოდა, დაიღუპა
რუსული მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა და დაიღუპა პირი, რომლის დედაც აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილეა ციფრულ ინოვაციებში. მედიის ინფორმაციით, 21 წლის მაიკლ გლოსს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული და რუსეთის არმიაში ირიცხებოდა. გამოცემა Важные истории-ს ცნობით, მაიკლ გლოსი აშშ-ში ჰუმანიტარულ კოლეჯში ადამიანებისა და გარემოს ურთიერთქმედების მიმართულებით სწავლობდა. 2023 წელს კი მან ჯერ კოლეჯი, შემდეგ კი აშშ დატოვა და რამდენიმეთვიანი მოგზაურობის შემდეგ, ამავე წელს, რუსეთის არმიას შეუერთდა. მათივე ცნობით, გლოსი აშშ-ს დატოვების შემდეგ ჯერ იტალიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი ისრაელში, საიდანაც დეპორტით გააძევეს. ამის შემდეგ მან, რამდენიმე თვე თურქეთში გაატარა. 2023 წლის 13 აგვისტოს კი რუსეთში საქართველო-რუსეთის საზღვრის გავლით ჩავიდა და მალევე ჩაეწერა რუსეთის არმიაში. ოჯახის ცნობით, მაიკლ გლოსი 4 აპრილს გარდაიცვალა, თუმცა, მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია. მაიკლ გლოსის დედა, ჯულიანა გალინა CIA-ს ციფრულ ინოვაციებში დირექტორის მოადგილის პოსტზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაწინაურდა. გლოსის მამა, ლარი გლოსი კი აშშ-ს საზღვაო ძალების ვეტერანი და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Security Information Systems-ის დირექტორია.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)