|
2025-04-25 13:10:28, 880 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვშია და უკრაინის საკითხზე პუტინს შეხვდება
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი 25 აპრილს მოსკოვში ჩავიდა. იგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას Reuters ერთ-ერთ რუსულ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. უიტკოფის ვიზიტს წინ უძღვის ტრამპის კრიტიკა რუსეთის მიმართ 24 აპრილს კიევზე მომაკვდინებელი თავდასხმის გამო. რუსეთმა გუშინ უკრაინის დედაქალაქზე დრონებითა და რაკეტებით მასიური იერიში მიიტანა, რასაც, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვები. ტრამპი აღნიშნულს Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოეხმაურა. "მე არ ვარ კმაყოფილი რუსეთის დარტყმებით კიევზე. არასაჭიროა და ამისთვის ძალიან ცუდი დროა. ვლადიმირ, გაჩერდი! კვირაში 5 000 ჯარისკაცი კვდება. მოდით, დავასრულოთ სამშვიდობო შეთანხმება!" - წერდა ტრამპი. თუმცა ტრამპმა 24 აპრილს, რეპორტიორებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია. "უახლოესი რამდენიმე დღე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამჟამად შეხვედრები იმართება. ვფიქრობ, შეთანხმებას მივაღწევთ [...] მგონია, რომ ამას ვუახლოვდებით". - თქვა ტრამპმა.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)