00:21 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-23 10:12:21, 752 ნახვა

მსოფლიო
მარკო რუბიო უკრაინის საკითხზე ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებს არ დაესწრება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინის საკითხზე ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე განაცხადა.

“როგორც ვიცით, მდივანი რუბიო დაკავებული ადამიანია. ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სახელმწიფო მდივანია, თუ არა ყველაზე აქტიური, ვინც კი გვყოლია. და ეს, რა თქმა უნდა, მის ყოველდღიურობაზე აისახება. ამიტომ, როდესაც გარკვეული გეგმები არსებობს, ისინი პირობითია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ლონდონში შეხვედრებს ის არ დაესწრება. თუმცა, ეს არ უკავშირდება შეხვედრებს, ეს დაკავშირებულია მის გრაფიკში ლოჯისტიკური საკითხებთან“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებს უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი დაესწრება.

„გენერალი კელოგი იქ არის და ამიტომ ის ამ საუბრებს დაესწრება. ამიტომ, მოუთმენლად ველით მისგან პასუხს იმის შესახებ, მივაღწიეთ თუ არა გარკვეულ წარმატებას ლონდონში“, - აღნიშნა ტემი ბრიუსმა.

ცნობისთვის, დღეს უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები გაერთიანებულ სამეფოში შეხვედრას გამართავენ. ისინი უკრაინაში ომის დასრულებასა და ცეცხლის შეწყვეტაზე იმსჯელებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics