|
2025-04-23 10:11:17, 794 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ომში რუსეთის ფედერაციის მხარეს მისი მოქალაქეების მონაწილეობის გამო, ჩინეთის ელჩი უწყებაში დაიბარა, - ინფორმაციას უკრანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინის საგარეო მინისტრის მოადგილემ ევგენი პერებინისმა მა შენკუნს განუცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეების მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში და ჩინური კომპანიების მონაწილეობა რუსეთში სამხედრო პროდუქციის წარმოებაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და პარტნიორობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა ასეთი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები ჩინურ მხარეს გადასცეს, დიპლომატებმა კი პეკინს მოუწოდეს, შეწყვიტოს რუსეთის მხარდაჭერა მის აგრესიაში. „ჩვენი სახელმწიფო აფასებს ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას და მოელის, რომ ჩინეთი თავს შეიკავებს ისეთი ნაბიჯების გადადგმისგან, რომლებმაც მომავალში შეიძლება ზიანი მიაყენოს ორმხრივ ურთიერთობებს“, - აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)