|
2025-04-22 11:37:43, 643 ნახვა
ეკონომიკა
ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა, პირველი საექსპორტო ქვეყანა რუსეთი გახდა
ადგილობრივი ექსპორტი , რაც ექსპორტს რეექსპორტის გარეშე გულისხმობს, მთლიანი ექსპორტის 45.8%-ს შეადგენს. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიში წერია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1%-ით შემცირდა და 641.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის პირველი კვარტალის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 1 მილიარდ 401 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 5.7%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივ ექსპორტში იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 67.4% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: რუსეთი (122.0 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (66.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (47.5 მლნ. აშშ დოლარი). ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 53 მლნ აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 49.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.7%). ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 45.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1%). უნდა აღინიშნოს რომ ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. შემცირებულია ასევე ფეროშენადნობების ექსპორტიც.
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)