|
2025-04-21 15:44:55, 1543 ნახვა
მსოფლიო
რომი პაპის გარდაცვალების შემდგომი პროტოკოლი - ახლა იწყება საუკუნოვანი რიტუალი
რიმის პაპის ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ მსოფლიო ყურადღება ვატიკანისკენაა მიმართული. პაპის გარდაცვალების შემდგომი პროტოკოლი - ახლა იწყება საუკუნოვანი რიტუალი აღდგომის ორშაბათს პაპი 88 წლის ასაკში წყვეტს სიცოცხლეს. კათოლიკური ეკლესიის მეთაურის გარდაცვალების დადგენისა და ოფიციალურად გამოცხადების მიზნით არსებობს სპეციალური პროცედურა: ▶ წარსულში უმაღლესი კარდინალი — კამერლენგო — მსუბუქად ურტყამდა პაპს ვერცხლის ჩაქუჩით შუბლზე, რათა დაედასტურებინათ მისი გარდაცვალება. დღეს ეს მოვალეობა პირად ექიმს ეკისრება. ამის შემდეგ პაპის საცხოვრებელი ოთახები ილუქება; არაფერს ეხებიან — არც დოკუმენტს, არც სამკაულს. ყველაფერი ▶ შვეიცარიის გვარდია იცვლის ფერად უნიფორმას — ახლა მხოლოდ მუქ ლურჯ ფორმაში გამოჩნდებია. გარდაცვლილი პაპი, სავარაუდოდ, სამი დღე საჯაროდ გამოიფინება დაკრძალვამდე. ათასობით ადამიანი მიემართება წმინდა პეტრეს ტაძარისკენ, რათა დაემშვიდობოს მას. ფრანცისკეს დაასვენებენ კუბოში. ▶ შემდეგ დაიწყება ცხრა დღის მწუხარება. ყოველი დღე ჩატარდება ლიტურგიები, ლოცვები და ცერემონიები. რომის 266-ე პაპს სავარაუდოს არ დაკრძალავენ წმინდა პეტრეს ტაძარში, რადგან „მინდა, დამკრძალონ Maria Maggiore-ს ბაზილიკაში.“ რომში მდებარე Maria Maggiore- არის ოთხი მთავარი რომაული ეკლესიიდან ერთ-ერთი. იქ ინახება უძველესი ხატი „Salus Populi Romani“. პაპი ფრანცისკე სწორედ მის წინ ლოცულობდა, როგორც საზღვარგარეთ მოგზაურობების წინ, ისე მის შემდეგ. რომის პაპის გარდაცვალებას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)