|
2025-04-19 10:27:52, 734 ნახვა
მსოფლიო
ტემი ბრიუსი - რუბიომ რუტესთან საუბარში განაცხადა, რომ თუ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა შეუძლებელი იქნება, მაშინ აშშ სამშვიდობო მცდელობებს ჩამოშორდება
მარკო რუბიომ მარკ რუტესთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ თუ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა შეუძლებელი იქნება, მაშინ აშშ სამშვიდობო მცდელობებს ჩამოშორდება, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ტემი ბრიუსი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ტემი ბრიუსის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს სატელეფონო საუბრისას ინფორმაცია მიაწოდა წინადადების შესახებ, რომელიც მან ხუთშაბათს პარიზში უკრაინის დელეგაციას, ხოლო ტელეფონით რუსეთის ოფიციალურ პირებს წარუდგინა. „სახელმწიფო მდივანმა პრეზიდენტი ტრამპისა და აშშ-ის იმედი გამოხატა, რომ ამ წინადადების მიღება მოხდება და ეს უკრაინაში ხანგრძლივი და მყარი მშვიდობის დამყარებას გამოიწვევს. სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ომის დასრულება, თუ უახლოეს მომავალში მშვიდობისკენ მიმავალი გზა არ გამოჩნდება, მაშინ აშშ მშვიდობის დამყარების მცდელობებს ჩამოშორდება“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ მხარეები ყველაფერს „გაართულებენ“, მაშინ აშშ მზად არის უკრაინაში ომთან დაკავშირებით „სამშვიდობო ძალისხმევა“ შეწყვიტოს. „თუ რაიმე მიზეზით ორიდან რომელიმე მხარე ძალიან გაართულებს საქმეს, უბრალოდ ვიტყვით „სულელები ხართ, სულელები ხართ, საშინელი ხალხი ხართ“ და უბრალოდ ხელებს „დავიბანთ“. მაგრამ, ვიმედოვნებ, ამის გაკეთება არ მოგვიწევს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)