|
2025-04-18 21:54:10, 889 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაციამ რობერტ კენედის მკვლელობაზე დოკუმენტების 10 000-მდე გვერდი გამოაქვეყნა
დონალდ ტრამპის ბრძანების შესაბამისად, 1968 წელს სენატორ რობერტ კენედის (უფროსი) მკვლელობასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტების დაახლოებით 10 000 გვერდი გამოქვეყნდა. აშშ-ს ეროვნული არქივებისა და ჩანაწერების ადმინისტრაციამ საკუთარ ვებგვერდზე 229 ფაილი გამოაქვეყნა. სენატორის მკვლელობასთან დაკავშირებული ბევრი ფაილი მანამდეც საჯარო იყო, ნაწილი კი წლების განმავლობაში გამოუქვეყნებელი იყო. "სენატორი რობერტ კენედის ტრაგიკული მკვლელობიდან თითქმის 60 წლის შემდეგ, ამერიკელ ხალხს პირველად ექნება საშუალება განიხილოს ფედერალური მთავრობის მიერ ჩატარებული გამოძიება, პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილების საშუალებით". - თქვა აშშ-ს ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარდმა. ამასთან, გაბარდის შეფასებით, დოკუმენტების გამოქვეყნება "დიდი ხნით გადადებულ სინათლეს ჰფენს სიმართლეს რობერტ კენედის მკვლელობის შესახებ". რობერტ კენედი 1968 წლის 5 ივნისს ლოს ანჯელესში, სასტუმრო Ambassador-ში დემოკრატიული პარტიის პრაიმერებში კალიფორნიის შტატში გამარჯვების შემდგომი მიმართვის დასრულების შემდეგ პალესტინელმა სერჰან ბიშარა სერჰანმა მოკლა, რომელსაც პირველი ხარისხის მკლელობის გამო სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. მანამდე, გასულ თვეში დონალდ ტრამპის ბრძანების შესაბამისად, 1963 წელს პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტების 63 000-ზე მეტი გვერდი გასაჯაროვდა, რომლის ფარგლებშიც ბევრი მათგანი შესწორებების გარეშე გამოქვეყნდა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)