|
2016-03-15 12:35:36, 747 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: პირველი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის კომისია შედგა და მე მას დადებითად ვაფასებ
პირველი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის კომისია შედგა და მე მას დადებითად ვაფასებ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, მათ გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიეს, რომლებიც სამომავლოდ ოქმშიც აისახება. მან ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმება ინვესტიციების დაცვისა და წახალისების ხელშეკრულბების განახლებაზეც შედგა. „ეს ხელშეკრულება 1997 წელს იყო ხელმწოერილი, შესაბამისად საჭიროებს აქტუალიზაციას გადასახადების და კაპიტალის ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებაზეც შევთანხმდით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მინისტრის თქმით, ეს მნიშვნელოვანია ვაჭრობის მიმართულებით. როგორც ქუმსიშვილმა განმარტა, კომისიაზე შეთანხმდნენ იმაზეც, რომ უნდა დაიწყოს პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობის განხილვა და ასევე დაიწყოს განხილვა სტუდენტების გაცვლის შესაძლებლობაზე. „შევთანხმდით ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზე. შეხვედრას შევაფასებ დადებითად. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ფორმატით შეხვედრის შემდგომ კერძო სექტორს ექნება მეტი სტიმული იმისთვის, რომ ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები იყოს წახალისებული“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)