|
2025-04-16 15:09:51, 978 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით კერამიკ სტუდია 1300-მა საგაზაფხულო შეთავაზებები შექმნა
საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი განახლდა და ბიზნესებს სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული, კიდევ უფრო ეფექტიანი შეთავაზებების შექმნის შესაძლებლობა მისცა. მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესებს, გაზაფხულის კამპანიის ფარგლებში, სპეციალური პირობებით, ახალი მომხმარებლების მოზიდვაში დაეხმარა. გაზაფხულის კამპანიაში ჩაერთო “კერამიკ სტუდია 1300”, რომელიც 10 წლის წინ ტასო გომელაურმა და ირინა ჯიბუტმა დააარსეს. კომპანიას მომხმარებელი ჰყავს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში კი მათ კერამიკის ნივთების სპეციალური, გაზაფხულის თემატიკის კოლექცია შექმნეს და Ads მენეჯერით შეთავაზება შექმნეს. „ორივე კერამიკოსები ვართ და ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე. სტუდია, პრაქტიკულად, ჩვენი შვილია, რომელიც 10 წლის განმავლობაში ძალიან გაიზარდა და განვითარდა. უკვე ბევრი მომხმარებელი გვყავს, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ამ წლების განმავლობაში შევკარით ფანტასტიური გუნდი და სწორედ ჩვენი გუნდის დამსახურებით ყოველდღიურად იბადება ახალი ნამუშევრები. საინტერესო გამოციდლება იყო საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა. ამ პარტნიორობის ფარგლებში, ერთ-ერთ კოლექციაზე ვიმუშავეთ, რომელიც მოიხატა სპეციალურად 3-8 მარტის დღესასწაულებისთვის“, — ამბობენ „კერამიკ სტუდია 1300“ დამფუძნებლები. გაშვებული შეთავაზებით „კერამიკ სტუდია 1300“ სამიზნე აუდიტორიას — სტუდენტებს მიწვდა. ამის განსაზღვრა Ads მენეჯერით შეთავაზების შექმნის საწყის ეტაპზეა შესაძლებელი. სასურველი ტიპის შეთავაზების (ქეშბექი, ფასდაკლება ან პლუს ქულების დაგროვება) შერჩევის შემდეგ, შესაძლებელია სასურველი აუდიტორიის მონიშვნა — ასაკის, სქესის, რეგიონის, ინტერესების ან ტიპის მიხედვით. გაშვებული შეთავაზება კი საქართველოს ბანკის მობილბანკში, sCoolApp-ში და Offers.bog.ge-ზე ქვეყნდება. ჯამში ამ პლატფორმებს 1 500 000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს. საგულისხმოა, რომ Ads მენეჯერი ბიზნესებს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას აძლევს, რადგან შეთავაზების გაშვების შემდეგ, მისი პროგრესი რეალურ დროშია ხელმისაწვდომი. შეთავაზების დასრულების შემდეგ Ads მენეჯერში შედეგების შესახებ დეტალური ანგარიშიც ჩნდება. მათ შორის ბიზნესები აკვირდებიან შემოსავლების დინამიკას, უნიკალური მომხმარებლების რიცხვს, დემოგრაფიულ მონაცემებს და სხვა პარამეტრებს. თუ თქვენც გსურთ თქვენი პროდუქტის ან სერვისის შეთავაზება შექმნათ, ეწვიეთ ბმულს. ცნობისთვის, პლატფორმაზე შესვლას შეძლებენ დირექტორები იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელსაც ბიზნეს მობილბანკის ან ბიზნეს ინტერნეტბანკისთვის იყენებენ. ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს კი შეთავაზების შექმნის უფლება დირექტორმა უნდა მიანიჭოს.
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)