|
2025-04-16 12:40:18, 780 ნახვა
ეკონომიკა
"ლარი/ევრო/დოლარი – ბიზნეს სტრატეგია" - თიბისი კაპიტალმა პუბლიკაცია გამოაქვეყნა
თიბისი კაპიტალმა ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგია გამოაქვეყნა, რაც სადღეისოდ, საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე მოვლენების ფონზე კიდევ უფრო აქტუალურია. დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის წარმოდგენილი ჩარჩო, საქართველოს კორპორატიულ სექტორში, 2013 წლიდან დღემდე, 8 მილიარდი ლარის პოტენციურ სარგებელზე მიუთითებს. აღნიშნული, ვალუტების უფრო საშუალო და გრძელვადიანი ნიშნულების შეფასებიდან გამომდინარეობს, როგორც ევრო/დოლარის, ასევე ლარის კუთხით. ამასთან, როგორც ყოველთვის, ავტორების რჩევაა, რომ პირველ რიგში იმის შეფასება უნდა მოხდეს, თუ რა ვალუტაში/ვალუტებშია კომპანია ჰეჯირებული, ანუ სავალუტო რისკისაგან დაზღვეული, და მხოლოდ ამის შემდეგ, ბიზნეს სტრატეგიისა და რისკ აპეტიტის ფარგლებში, უკვე შესაძლებელია ისტორიულად საკმაოდ დიდი სარგებლის მომტანი მიდგომის გამოყენება. თავისთავად, ჩარჩო მცირე და საშუალო საწარმოებისათვის, ფიზიკური პირებისთვის და, ასევე, უკვე საინვესტიციო კუთხით არის ღირებული, თუმცა, ბუნებრივია, ამ მხრივ კომუნიკაცია სულ მცირე განსხვავებულ ფორმას მოითხოვს. მთლიანობაში, კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბიზნეს სტრატეგიების შემუშავებისას მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინება, ამ შემთხვევაში, დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის გაანგარიშების კუთხით, ძალზე მნიშვნელოვანია. პუბლიკაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)