|
2025-04-12 17:13:58, 854 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად ერთიანი ფონდის შექმნას გეგმავს
Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრებმა სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად ერთიანი თავდაცვის ფონდის შექმნის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყეს. აღჭურვილობის გამოყენების სანაცვლოდ ფონდი წევრ ქვეყნებს გადასახადებს დააკისრებს, რაც საშუალებას მისცემს ევროკავშირს თავდაცვაზე მეტი დახარჯოს, ისე რომ ეროვნული ბიუჯეტები ზედმეტი ვალით არ დაიტვირთოს. ფონდი, სახელწოდებით ევროპული თავდაცვის მექანიზმი (EDM), Bruegel-ის ანალიტიკური ცენტრის მიერ იყო შემოთავაზებული. "ეს კარგია დასაწყისია დისკუსიისთვის". - განაცხადა პორტუგალიის ფინანსთა მინისტრმა, იოაკიმ მირანდა სარმენტომ. მისი თქმით, განსახილველი ჯერ კიდე მრავალი საკითხია, მათ შორის ფონდის მანდატი და ფინანსური წყაროები. "არსებობს არაერთი ფინანსური, თუმცა ასევე სამხედრო ასპექტიც". - თქვა სარმენტომ. Reuters-ის ინფორმაციით EDM-ის წევრები შესაძლოა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნები, მათ შორის, გაერთიანებული სამეფო, უკრაინა ან ნორვეგიაც გახდნენ. სააგენტო წერს, რომ ფონდს თავად ექნება საკუთრებაში შეძენილი აღჭურვილობა, ფინანსური ვალდებულებები კი თავად ფონდის ბალანსზე და არა ცალკეული სახელმწიფოების ბიუჯეტებში დარჩება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)