2016-03-14 19:03:32, 579 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თურმანიძეების ოჯახს საკვები პროდუქტი გადაეცა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მხარდაჭერით, თურმანიძეების სოციალურად დაუცველ - მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, 9 წევრიან ოჯახში 4 მცირეწლოვანი ცხოვრობს.
ოჯახის სოციალური მდგომარების ხელახლა შესწავლის მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალმა შესაბამისი პროცედურები უკვე დაიწყო. ქულის მინიჭების შემდეგ განიხილება ოჯახის მცირეწლოვან, 6 თვის ბავშვზე კვების ვაუჩერის გაცემის საკითხი.
თურმანიძეებს ერთჯერად მატერიალურ დახმარებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაც გადასცემს.
ოჯახს ბავშვის ერთი თვის საკვები პროდუქტით უცნობი მოქალაქეებიც დაეხმარნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან