|
2016-03-14 16:28:40, 664 ნახვა
სამართალი
ალეკო ელისაშვილი: 50 000 ბოდიშს მოვახდევინებ ბესელიას, მაგ მექრთამე ადამიანს
„იმდენად უხერხულ მდგომარეობაში არიან ეკა ბესელიას მიერ გაგზავნილ პატიმრის წერილზე, რომ სულ 2-3 კითხვა დამისვეს“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს ეკა ბესელიას მიერ, პროკურატურაში პატიმრის წერილის გაგზავნასთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც ელისაშვილი კორუფციაშია დადანაშაულებული. ელისაშვილის ინფორმაციით, საუბარია პატიმარ რამაზ ლავრენტის ძე დავლაძეზე, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი სმენია და არც ერთი მისი ოჯახის წევრი არასოდეს მასთან არ მისულა. „იმდენად უხერხულ მდგომარეობაში არიან ეკა ბესელიას მიერ გაგზავნილ პატიმრის წერილზე, რომ სულ 2-3 კითხვა დამისვეს. იცნობთ? არ ვიცნობ-მეთქი, ხო, კარგი - მითხრეს. პატიმრის გვარია რამაზ ლავრენტის ძე დავლაძე. მოვძებნე ინტერნეტში მისი საქმე, ჩაქუჩი ჩაარტყა ქალს თავში და 400 ლარი წაართვა, გამოკეტა და გაიქცა. ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლით იხდის სასჯელს. არასოდეს არ მსმენია ამ პატიმრის შესახებ. მისი ოჯახის არც ერთი წევრი ჩემთან არ მოსულა. ადვოკატი მურმან ქამანდაძეც ადასტურებს, რომ ამ ადამიანთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია და რანაირად დავილაპარაკებდი ფულზე?! გამოძიებაც ხვდება იმდენად უხერხული ამბავია ეს, რომ ორი კითხვა დამისვეს ამ საკითხზე, ბოდიშიო და წამოვედი. 50 000 ბოდიშს მოვახდევინებ ბესელიას, მაგ მექრთამე ადამიანს ჩემი შეურაცხყოფისთვის და უკვე გარკვეულია კიდეც ყველაფერი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)