16:22 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-08 10:13:44, 592 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - პოლიტიკოსმა გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ინტერესებით უნდა მიიღოს

პოლიტიკოსმა გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ინტერესებით უნდა მიიღოს, როცა ის ფულს უცხოეთიდან იღებს, შემდეგ არის იმის რისკია, რომ ის უცხო ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონით მოწესრიგებული იქნება, რომ პარტიებს არანაირი უცხოური დაფინანსების მიღება არ შეეძლებათ, მათ შორის, სემინარების სახით.

„არჩევნების წინ ვხედავდით, თუ როგორი ჩარევა ხდებოდა გარედან ჩვენს არჩევნებსა და ჩვენს დემოკრატიაში, ხალხის მიერ ნების ფორმირებაში. სამწუხაროდ, ჩვეულ საქმედ იქცა, რომ ქვეყნის გარედან პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო კამპანიის დაფინანსება ხდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი მოწესრიგება სჭირდება. ეს საკანონმდებლო პაკეტი ორ საკითხს ეხება. პარტიების დაფინანსებას ეხება. რა თქმა უნდა, უცხოური დაფინანსება აკრძალულია, მაგრამ ერთი სფერო იყო დარჩენილი, რომ უცხო ქვეყანას, ანუ, დონორს შეეძლო, პარტიისთვის უსასყიდლო სემინარებისთვის თუ პარტიული განვითარების პროგრამებისთვის თანხა გაეღო. ვნახეთ, რომ სქემები იყო, რითაც პარტიების დაფინანსება ხდებოდა. შეგახსენებთ, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი პარტია „დროა"-ს ევროკავშირის ბიუჯეტიდან შემოვლითი სქემებით აფინანსებდა. ასევე ბევრი პოლიტიკოსია, რომელსაც აღიარებული აქვს, რომ სხვადასხვა ფონდებიდან თანხებს იღებდა.

რა თქმა უნდა, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ პოლიტიკოსმა გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ინტერესებით უნდა მიიღოს, როცა ის ფულს უცხოეთიდან იღებს, შემდეგ იმის რისკია, რომ ის უცხო ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს. ვხედავთ, რომ პოლიტიკური ჯგუფები არიან, რომელთაც საქართველოს მიმართ მავნე ინტერესები აქვთ. ამიტომ, მოწესრიგებული იქნება, რომ პარტიებს არანაირი უცხოური დაფინანსების მიღება არ შეეძლებათ, მათ შორის ასეთი სემინარების თუ სხვადასხვა ღონისძიებების სახით,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics