|
2025-03-29 12:13:42, 1158 ნახვა
სამართალი
სასამართლოში „ძლიერი საქართველოს“ იურისტისა და ოფისის მენეჯერის გამოკითხვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში “ძლიერი საქართველოს” წევრები ეკა გიორგობიანი და თორნიკე ართქმელაძე იკითხებიან. ორივე მათგანი მაგისტრ მოსამართლესთან უპასუხებენ შეკითხვებს, თუ რატომ არ ჩაიბარეს „ძლიერი საქართველოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის სახელზე მისული წერილი, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე ჯაფარიძის დაბარებას ეხებოდა. როგორც თორნიკე ართქმელაძემ გამოკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, წერილი, რომელიც “ლელოს” ოფისში მივიდა არ ჩაიბარეს იმიტომ, რომ ადრესატად მითითებული იყო ბადრი ჯაფარიძე და არა თვითონ პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო“. შესაბამისად, მისივე განმარტებით, წერილის ჩაბარება კანონიერი არ იქნებოდა. „ამ ეტაპისთვის, ჩემთვის უცნობია, რა კითხვები აქვს პროკურატურას ჩემთან, თუმცა სატელეფონო საუბრისას მითხრეს, რომ ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით სურთ მოწმის სახით დამკითხონ. არაფერი გვაქვს დასამალი, აქ მოვედი, მზად ვარ ჩვენება მივცე და მათ კითხვებს ვუპასუხო. ბადრი ჯაფარიძის საქმეში ვგულისხმობ იმას, რომ სავარაუდოდ, ეს არის ე.წ. საგამოძიებო კომისიაში არგამოცხადება. ალბათ, უწყება იყო, რაც “ლელოს” ოფისში მოიტანეს, თუმცა ადრესატი არ იყო ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება და ამიტომ მისი ჩაბარება, პირიქით, უკანონო იქნებოდა. მათ შეეძლოთ უამრავი სხვა მეთოდით ჩაებარებინათ ის ბატონი ბადრისთვის. სამართლებრივ პროცედურასთან კავშირი არ გაქვს, რაც აქ გაიმართება არის სრულად პოლიტიკური პროცესი. მე ვარ ადვოკატი, იმ მომენტში ვახორციელებდი ჩემს საადვოკატო უფლებამოსილებას და საერთოდ არ უნდა ვიკითხებოდე მოწმის სახით, თუმცა, ჩვენი ხელისუფლება კონსტიტუციის და კანონის ჩარჩოებიდან სრულად არის გასული”, - განაცხადა თორნიკე ართქმელაძემ.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)